ბატაკელი მოწამენი (+1876) - 17 (30) მაისი
ბატაკელი მოწამენი (+1876) - 17 (30) მაისი
XVII საუკუნის ძალადობრივი ისლამიზაციის შემდეგ, ბულგარული სოფელი თითქმის ორი საუკუნე ქრისტიანულ კუნძულად დარჩა მუსლიმანურ სოფლებს შორის. 1876 წელს ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ ბულგარელთა აჯანყებას ბატაკელებიც შეუერთდნენ, რისთვისაც სასტიკად გაუსწორდნენ.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ მრავალი ბატაკელი ქრისტეს აღდგომის სახელობის ეკლესიაში ჩაიკეტა და რამდენიმე დღე მამაცურად თავს იცავდა. ოსმალებმა გადაწვეს ტაძარი, რამდენიმე დღის შემდეგ შეკრიბეს შემთხვევით გადარჩენილი ქალები და ბავშვები (სხვადასხვა გარდამოცემით, 1750-5000-მდე იყვნენ) და ამოხოცეს. ისტორიამ მხოლოდ რამდენიმე მოწამის სახელი შემოინახა "ბატაკის სასაკლაოსი": მღვდლები: პეტრე და ნეიჩო, ტრიადაფილ ტოშევები, ივანე, ილია და სხვანი. "ბატაკის სასაკლაო" სიმბოლოდ იქცა ოსმალთა უღელქვეშ ბულგარელი ხალხის ტანჯვისა. 2011 წელს ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ბატაკელი მოწამეები წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1