მღვდელმოწამე პეტრე უსკოკოვიჩი (+1945) - 17 (30) მაისი
მღვდელმოწამე პეტრე უსკოკოვიჩი (+1945) - 17 (30) მაისი
წმინდა პეტრე დაიბადა 1908 წელს დანილოვგრადის მაზრის დაბა ახალ სოფელში. სულიერი განათლება ცეტინის სასულიერო სემინარიაში მიიღო. დაქორწინდა იანა ვუკჩევიჩზე და ხუთი შვილი ეყოლათ. 1933 წელს მღვდლად ხელი დაასხეს და აქტიურ საეკლესიო-სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. 1939 წელს ცეტინის საეკლესიო სასამართლოს წევრი გახდა და საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცეტინის გიმნაზიაში. იყო ავტორი მრავალი პატრიოტული და საღვთისმეტყველო სტატიისა, რომელთაც იმ დროის საერო და საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა. ომის დაწყებისთანავე ჩერნოგორიელმა სეპარატისტებმა დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს. დიდხანს მკურნალობდა. 1942 წელს დაუბრუნდა ღვთისმსახურებას და ერთგულად ემსახურებოდა ერსა და ეკლესიას. მან მოწამეობის ფიალა 1945 წლის 17 მაისს შესვა - მას თვალწინ მოუკლეს 16 წლის ქალიშვილი სონია, მამის გულმა ვერ გაუძლო ამხელა ტკივილს და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.


ბეჭდვა
1კ1