წმინდა მოწამენი: აბდა და აბდიეს ეპისკოპოსები, მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი, 7 ქალწული და 39 ქრისტიანი ერისკაცი (+375) - 16 (29) მაისი
წმინდა მოწამენი: აბდა და აბდიეს ეპისკოპოსები, მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი, 7 ქალწული და 39 ქრისტიანი ერისკაცი (+375) - 16 (29) მაისი
ოცდათექვსმეტი წელი მიდიოდა, რაც ქრისტიანების დევნა წამოიწყო სპარსეთის მეფე შაბურ II-მ. სავდიეს ეპისკოპოსი საკუთარმა ძმისშვილმა დააბეზღა, - მეფის ბრძანებას არ ასრულებსო. აბდიესი და ოცთათვრამეტი ქრისტიანი შეიპყრეს და მეფესთან მიიყვანეს. ვინაიდან მათ ქრისტიანულ რწმენას არ უღალატეს, სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩაყარეს. მათ პურსა და წყალს ჩუმად ერთი დედაკაცი უზიდავდა. ისინი ყოველდღიურად გამოჰყავდათ და დაფაზე გაკრულებს ხელ-ფეხს თოკებით ისე უჭიმავდნენ, ძვლების ტკაცანი მოისმოდა, ამას დღეში შვიდჯერ იმეორებდნენ. რამდენიმე დღის წამების შემდეგ დასახოცად გამოიყვანეს. როცა დასასჯელად მიჰყავდათ, მათ შეუერთდა ეპისკოპოსი აბდა, მღვდელთან და რამდენიმე ქრისტიანთან ერთად. ისინი ყველანი უმაღლეს ქურუმთან მიიყვანეს. და რადგანაც მათ მზეს თაყვანი არ სცეს და არც ქრისტეს რწმენას უღალატეს, თავები მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1