წმინდა სერგი აღმსარებელი (IX) - 13 (26) მაისი
წმინდა სერგი აღმსარებელი (IX) - 13 (26) მაისი
წმინდა სერგი აღმსარებელი (რუსულ თვენში მას გიორგის უწოდებენ) დაიბადა კონსტანტინოპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. იგი ძმა გახლდათ წმინდა ტარასი კონსტანტინოპოლის პატრიარქისა. ხატთა თაყვანისცემის გამო, დაახლოებით 835 წელს იგი შეიპყრეს და იმპერატორ თეოფილეს მიუყვანეს განსასჯელად. ვერც მუქარით, ვერც დაყვავებით წმინდა ხატების თაყვანისცემაზე უარი არ ეთქვა. პირიქით განუცხადა: "ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი თაყვანს უნდა სცემდეს წმინდა ხატებს, რამეთუ მათდამი პატივისცემა პირველსახემდე აღიწევა".

ამ სიტყვების გამო წმინდა სერგის კისერზე თოკი მოაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს, როგორც ყველაზე საშინელი ბოროტმოქმედი. შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს, გაძარცვეს და დაიტაცეს მისი ქონება, შემდეგ კი თავის ცოლთან ირინასთან და შვილებთან ერთად გადაასახლეს. სადაც, მან მრავალი განსაცდელი დაითმინა და სიხარულით წარვიდა უფალთან.

ბეჭდვა
1კ1