წმინდა მოწამენი: ალფესი, ფილადელფოსი, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და სხვანი, თოთხმეტნი, მათ თანა ვნებულნი (251 წელი) - 10 (23) მაისი
წმინდა მოწამენი: ალფესი, ფილადელფოსი, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და სხვანი, თოთხმეტნი, მათ თანა ვნებულნი (251 წელი) - 10 (23) მაისი
ალფესი, ფილადელფოსი და კვიპრიანე ძმები იყვნენ, კეთილშობილი ოჯახის შვილნი და IV საუკუნეში ცხოვრობდნენ.

ნათესავთან, ერაზმთან ერთად ერთმა წმინდა კაცმა, ონისიმემ აღზარდა, ვასკონთა (დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე) ქვეყანაში ადამიანებს სახარებას რომ ახარებდა.

დეციუსის დევნისას (249-250 წლები) მათ შესახებ იქაურ პრეფექტს მოახსენეს, უმწარეს ტანჯვას მისცეს, შემდეგ-რომს გაგზავნეს, რომ ონისიმესთან, ერაზმთან და თოთხმეტ სხვა ქრისტიანთან ერთად იმპერატორის წინაშე უნდა წარედგინათ.

მათ საშინელი სალმობანი დაითმინეს, მაგრამ ქრისტე არც ერთმა არ უარყო.

მაშინ იტალიის სამხრეთით გადაასახლეს, სადაც ერაზმი და სხვა ქრისტიანნი ნეაპოლის მახლობლად მოწამებრივად აღესრულნენ, სამი ძმა სხვა მსაჯულს გადასცეს სიცილიაში და წამების შემდგომ იქ მიიღეს სიკვდილი: ალფესს თავი წარკვეთეს, ფილადელფოსი-გავარვარებულ რკინის ბადეზე დააწვინეს, კვიპრიანე კი-ტაფაზე.

სხვა გადმოცემით კი-სამი ძმა კატანიის ციხეში გამოამწყვდიეს, საიდანაც ერთმა კეთილშობილმა ქრისტიანმა ქალმა, თეკლამ გამოიხსნა, რაშიც გუბერნატორის მდივანი დაეხმარა. ეს უკანასკნელი კი შემდგომ ლენტინის პირველი ეპისკოპოსი გახდა.

სწორედ ლენტინში ევნენ მარტვილნი.

ბეჭდვა
1კ1