ღირსმოწამე პახომი რუსი - 07 (20) მაისი
 ღირსმოწამე პახომი რუსი - 07 (20) მაისი
წმინდა პახომი XVII საუკუნის II ნახევარში, უკრაინაში ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში თათრებმა გაიტაცეს და ერთ თურქს მიჰყიდეს, რომელსაც 27 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურა, თან ყოველგვარად იგერიებდა მის ყოველ მცდელობას, ქრისტეზე უარი ეთქმევინებინა და ქალიშვილი მიეთხოვებინა.

მაგრამ პახომი მძიმე სენმა მოიხილა, თურქებმა ამით ისარგებლეს და დაარწმუნეს,-სნეულებისას ისლამის მიღებას შეგვპირდიო, რის შემდგომაც მუსლიმანურად შემოსეს.

რომ გამოჯანმრთელდა, გაიქცა, სმირნას მიაღწია, იქიდან კი-ათონს მიაშურა, სადაც წმინდა 12 წლის მანძილზე იღვაწა.

როდესაც წმინდა აკაკის (ხსენება 12 აპრილს) ცხოვრებას გაეცნო, მდუმარების ღვაწლის შესაცნობად თავისი სულიერი მოძღვრით-ხუცეს იოსებითურთ კავსოკალივის სავანეში გადავიდა.

დროსთან ერთად ძლიერდებოდა მისი სურვილი, ქრისტესთვის სიცოცხლე გაეღო. წმინდა აკაკი კარგა ხანს გამოსცდიდა მარხვით, ლოცვითა და სიფხიზლით, ბოლოს კი ამ ღვაწლისთვის აკურთხა, რის შემდეგაც იოსებითურთ გაემართა უსაკს, თურქებთან და ყოფილი პატრონის მეზობლებს თავი შეახსენა.

ამ უკანასკნელთ გული მოუვიდათ და პახომი მსაჯულს წარუდგინეს, რომელსაც დაკითხვისას გაუმეორა:

-ქრისტეზე უარი არასოდეს მითქვამს და მზად ვარ, მისთვის ტანჯვა და სიკვდილი დავითმინოო!

პახომი ბნელ ჯურღმულში გამოამწყვდიეს, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც-სამოთხეში და ოდენ ლოცვითა და იმედით საზრდოობდა.

პყრობილობიდან მესამე დღეს, 1730 წელს, პახომიმ სიხარულით მოისმინა სასიკვდილო განაჩენი, ჯალათს მორჩილად დაუხარა თავი და სული უფალს შეჰვედრა.

სასიკვდილო განაჩენის აღმსრულებელი ჯალათი კი ჭკუიდან შეიშალა.

ხატის წყარო

* * *

ხსენება მოწამისა მაქსიმესი, წამების შემდგომ ქვით ჩაქოლილისა


ბეჭდვა
1კ1