წმინდა მოწამენი თეოდორე, იულიანე, ევბულე, მალკამონე, მოკიმი და სალამანესი - 05 (18) მაისი
წმინდა მოწამენი თეოდორე, იულიანე, ევბულე, მალკამონე, მოკიმი და სალამანესი - 05 (18) მაისი
ეს წმინდანნი ქალაქ პეტრაში III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდნენ.

მტარვალმა დიოკლეტიანემ (303-305 წლები)სწორედ იმ დროს იწყო ქრისტიანთა დევნა, რომელშიც განსაკუთრებულად თავი არაბეთის პროვინციის მმართველმა, სახელად - მაქსიმემ გამოიჩინა.

ერთხელ იგი ქალაქ ფილადელფიაში შევიდა და იქაურებს იმპერიის კერპთა თაყვანისცემა და მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, ხოლო როდესაც პეტრაში შებრძანდა, ქრისტიანი, სახელად - თეოდორე და მისი თანამოძმენი შეიპყრო, რომელნიც მტკიცედ უარობდნენ მის ბრძანებას.

რა აღარ იღონა მაქსიმემ "ურჩთა" მოსადრეკად, მაგრამ რომ დარწმუნდა, ვერაფერს გახდებოდა, მათი ქვებით ჩაქოლვა ბრძანა.

* * *

ხსენება წმინდა მოწამეთა ნეოფიტესი, გაიუსისა და გაიანიასი

* * *

ხსენება წმინდა წინასწარმეტყველისა ეფრემისა, დამასკოს წამებულისა

წმინდა ეფრემი, სავარაუდოდ, XV საუკუნეში აწამეს დამასკოს მუსლიმანებმა, რის შესახებაც არაბული ხელნაწერი სვინაქსარები გვაუწყებენ.

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა საგდუხტ ქალწულისა

ბეჭდვა
1კ1