წმინდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი მათნი, კვირიაკე და თეოდულე (II საუკუნე) - 02 (15) მაისი
წმინდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი მათნი, კვირიაკე და თეოდულე (II საუკუნე) - 02 (15) მაისი
ეს წმინდა მოწამენი წარმოშობით ფრიგიელნი იყვნენ, იმპერატორ ადრიანეს (124 წელი) ჟამს ცხოვრობდნენ პამფილიის ატალიაში (დღევანდელ ანტალიაში) და ერთი მდიდარი წარმართის, კატალოსის მონები იყვნენ.

როდესაც ესპერი ტრიტონიაში მუშაობდა, მისმა შვილებმა დედას გაუმხილეს, - ბატონისგან წასვლა გვცურსო.

თავიდან ზოია დათმენას ურჩევდა, - სადაც უნდა წახვიდეთ, მაინც გიპოვიან და შეგიპყრობენ, მით უფრო, თუ შეიტყვეს, რომ ქრისტიანნი ხართ, სასჯელს სასჯელი დაერთვებაო, მაგრამ კვირიაკემ და თეოდულემ განუცხადეს, - ჩვენ თვით ქრისტემ გამოგვისყიდა თავისი სისხლით და წარმართის მონობა აღარ ძალგვიძს, გვირჩევნია, რწმენის გამო შეგვიპყრონ და სასჯელს მიგვცენო!

მათი გაადწყვეტილება ზოიამაც გაიზიარა და უსჯულო კატალოსს ერთად წარუდგნენ და განუცხადეს, რომ ოდენ მათ სხეულზე შეეძლო ებატონა, ხოლო სულით მხოლოდ უფალს ეკუთვნოდნენ.

მათი სითამამით გაოცებულმა კატალოსმა ისღა მიუგო, - ახლა მონებისთვის არ მცალია, რადგან ვაჟი შემეძინაო და სამივე ესპერთან წარგზავნა.

მოგვიანებით, მემკვიდრის შობისადმი მიძღვნილ ზეიმზე შეეცადა, ოთხივესთვის კერპთა პატივად ნამსხვერპლი საზრდელი შეეპარებინა, მაგრამ ესპერის მამაცმა ვაჟებმა, კვირიაკემ და თეოდულემ ნაკერპავი ძაღლებს მიუგდეს.

ამის მხილველმა კატალოსმა მათი შეპყრობა და ჩარხზე დაწვენა და რკინის კავებით მოახერხეს გვერდები.

მათ მარტვილობას მშობლები - ესპერი და ზოიაც იძულებით დაასწრეს, რომელნიც შვილებს განამტკიცებდნენ.

ცოფქმნილმა კატალოსმა ოთხივეს გავარვარებულ ღუმელში შეყრა და დაწვა ბრძანა.

გაოცებულმა წარმართებმა მეორე დილით იქიდან ფსალმუნთგალობა გაიგონეს, მაგრამ როდესაც ღუმელის კარი გახსნეს, იქ ოდენ აღმოსავლეთით თავმიქცეული, წმინდა მოწამეთა უხრწნელი, თითქოს მძინარე ნაწილნი ჰპოვეს.

ბეჭდვა
1კ1