წმინდა სიგიზმუნდი, ხელმწიფე ბურგუნდიისა - 01 (14) მაისი
წმინდა სიგიზმუნდი, ხელმწიფე ბურგუნდიისა - 01 (14) მაისი
წმინდა სიგიზმუნდი, ყოფილი არიანელი, ვიენის ეპისკოპოსმა, ღირსმა ავიტემ (ხსენება 5 თებერვალს) მოაქცია.

516 წელს, გამეფების შემდგომ იგი დიდად იღვწოდა წმინდა ეკლესიისათვის, არიანელთა წინააღმდეგ რამდენიმე კრებაც მოიწვია და წმიდა მავრიკიოსის სახელობის მონასტერიც აღაშენა.

თუმცა, ბარბაროსული ზნისა და ფიცხი ხასიათისაგან თავი ვერ დაიხსნა და ცოლზე გულმოსულმა მისი დახრჩობა ბრძანა, მაგრამ როგორც კი განაჩენი აღასრულეს, ცხედრის წინაშე ცრემლმდინარე დაემხო, შემდეგ კი შესანანებლად აგონს განმარტოვდა.

ჩრდილოელმა ფრანკებმა, როგორც კი შეატყვეს, - ბურგუნდია დასუსტდაო, მაშინვე ომი გამოუცხადეს.

სიგიზმუნდი დამარცხდა და შეეცადა, გაქცეულს თავი წმინდა მავრიკიოსის მონასტრისთვის შეეფარებინა, თუმცა, მტერი ორლეანის სიახლოვეს მისწვდა, ცოლ-შვილიანად ამოხოცა და მათი გვამები ჭაში ჩაყარა.

ეს ამბავი 524 წელს მოხდა. მეფის სხეული აგონს გადაასვენეს, საიდანაც მისი ნაწილნი მთელ ევროპაში გავრცელდა.

წმინდა სიგიზმუნდს მოწამეთა ტოლ პატივს მიაგებენ, მის წმინდა ნაწილთაგან კი მრავალი სასწაული აღესრულება.

ბეჭდვა
1კ1