მღვდელმოწამე მაკარი, კიეველი მიტროპოლიტი - 01 (14) მაისი
მღვდელმოწამე მაკარი, კიეველი მიტროპოლიტი - 01 (14) მაისი
წმინდა მაკარი XV საუკუნეში წარჩინებულ ოჯახში დაიბადა და სიჭაბუკეშივე შეერთო ქალაქ ვილენსკის სულიწმიდის სახელობის მონასტერს, მოგვიანებით კი მისი იღუმენიც გახდა.

1490 წელს მას კიევის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. ღირსმა მაკარიმ, თათართა თარეშის მიუხედავად, კიევს წაბრძანება განიზრახა.

1490 წლის 1 მაისს, კვირა დღეს, როდესაც ერთ სოფელში შეჩერდა და საწირველად მოემზადა, გააფრთხილეს, - მტერი ახლოსააო.

მეუფემ მორწმუნეებს გაქცევა უბრძანა, თავად კი წირვა არ შეუწყვეტია.

როდესაც თათრებმა იქაურობა დატოვეს, უკან მობრუნებულმა ქრისტიანებმა ღირსი მაკარის ცხედარი საკურთხეველთან, თავწაცლილი ჰპოვეს.

მისი წმინდა ნაწილში შემდგომში კიევის წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში გადააბრძანეს.

ბეჭდვა
1კ1