მღვდელმოწამე ბრანკო ხუცესი (დობროსავლევიჩი, +1941) - 24 აპრილი (7 მაისი)
მღვდელმოწამე ბრანკო ხუცესი (დობროსავლევიჩი, +1941) - 24 აპრილი (7 მაისი)
ბრანკო დობროსავლევიჩი 1886 წლის 4 იანვარს დაიბადა ქალაქ სკრადში. 1908 წელს მან სრემსკო კარლოვაცის სასულიერო სემინარია დაამთავრა და მიიღო სადიაკვნო ხელდასხმა, შემდეგ კი სამღვდელო ხარისხიც. მამა ბრანკო მსახურობდა გორნოკარლოვაცის ეპარქიის რამდენიმე სამრევლოში (ბუვაჩა, რადოვიცა და ველუნი). თავდაუზოგავი მსახურების გამო იგი წმინდა საბას ორდენითა და იუგოსლავიის გვირგვინის V ხარისხის გვირგვინით დაჯილდოვდა. 1841 წლის 6 მაისს წმინდა გიორგი ძლევამოსილის ხსენების დღეს დეკანოზი ბრანკო დობროსავლევიჩი დააპატიმრეს. ამ დღეს ველუნში, ცვიანოვიჩებსა და პოლოში ველუნელმა მასწავლებელმა, უსტაშმა ივან შაი-ფორმა დამსჯელი რაზმით თავისი სისხლიანი ქმედებები დაიწყო. მაშინ დეკანოზ ბრანკოსთან, მის ვაჟთან, ნებოიშესა და ცვია-ნოვიჩბდადელ მღვდელ დიმიტრი სკორუპანთან ერთად კიდევ 500 მართლმადიდებელი სერბი დააპატიმრეს. თავდაპირველად ისინი ჟანდარმერიის ციხეში დაამწყვდიეს, სადაც სასტიკად გვემეს. განსაკუთრებული სისასტიკით აწამებდნენ მამა ბრანკოს ვაჟს, ნებოიშს. უსტაშებმა მამა ბრანკო აიძულეს ცოცხალი შვილისათვის აეგო წესი. მეორე დღეს, 1941 წლის 7 მაისს კესტენოვაცის ტყეში ყველა მოწამე მხეცურად დახოცეს. ომის შემდეგ, 1946 წელს, წმინდა ნეშტები ველუნში გადაასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1