წმინდა მოწამე საბა სტრატილატი და მასთან ერთად წამებული 70 მხედარი (+272) - 24 აპრილი (7 მაისი)
წმინდა მოწამე საბა სტრატილატი და მასთან ერთად წამებული 70 მხედარი (+272) - 24 აპრილი (7 მაისი)
წმინდა მოწამე საბა გუთების ტომიდან იყო წარმოშობით. იგი საიმპერატორო არმიის მეომარი გახლდათ. ის მოღვაწეობდა იმპერატორ ავრელიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს. სამხედრო სამსახურში გამოჩენილი სიმამაცისთვის საბას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. მეომარი ბავშვობიდან ქრისტიანულად იყო აღზრდილი. იგი გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, გასცემდა მოწყალებას, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. ღვთივსათნო ცხოვრებისათვის უფალმა საბა სასწაულქმედების ნიჭით დააჯილდოვა.

საბას აღმსარებლობის ამბავი იპერატორის ყურამდეც მივიდა. ავრილიანემ მაშინვე თავისთან იხმო მეომარი და მოსთხოვა განდგომოდა ქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი, პროტესტის ნიშნად ხელისუფალის ფეხებთან დააგდო და განაცხადა, რომ არასდროს აქცევდა ზურგს ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებული იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანი მეომარი ჯერ დაუნდობლად სცემეს, შემდეგ სასტიკად აწამეს: ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს. უფალი იცავდა და იფარავდა საბას. ამ საშინელებას ის უვნებელი გადაურჩა.

როცა იმპერატორმა გაიგო წმინდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდა ქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმინდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. საბა სტრატილატის წამების მხილველი სამოცდაათი მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. მოწამებრივი სიკვდილით სამოცდაათივე მხედარი წმინდანის გვირგვინით შეიმკო. წმინდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თვით უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, საბა კიდევ ერთხელ მიჰგვარეს ავრელიანეს. ხელისუფალი ცდილობდა დაერწმუნებინა სტრატილატი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ტკბილი სიტყვით და მუქარით რომ ვერაფერს გახდა, ავრელიანემ ბრძანა, საბა ხელმეორედ ეწამებინათ. ახალი წამების შემდეგ საბა სტრატილატი მდინარეში დაახრჩვეს. ეს მოხდა დაახლოებით 272 წელს.

ქრისტიანთა დევნისგან თავს არც მანამდე იკავებდა, თუმცა 275 წელს იმპერატორმა ავრელიანემ გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაიწყო ქრისტიანთა მეცხრე დევნა. მაგრამ ავრელიანე მოკლეს და მისი მითითებების განხორციელებაც შეჩერდა.

მოწამე საბა სტრატილატის და მასთან ერთად წამებული 70 მხედრის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი
ქუეყანისა მხედრობისა სარტყელი დაუტევე და პატივ-ეც წამებასა, და წინაშე მძლავრთა მაცთურთა მყოფისათა ქრისტე ღმერთი აღიარე; ამისთვისცა მრავალსა სატანჯველსა მიეცი, საბა დიდებულო, ვინაცა ყოვლად შუენიერითა ძლევისა გვირგვინითა შეიმკე ყოველთა მეუფისა მიერ და ზეცისა მხედრობათა თანა მდგომარე ბრწყინვალედ განშუენებული წინაშე მისსა ევედრე მას, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.

კონდაკი
გამოსჩნდი შენ უძლეველად სტრატილატად და სძლიენ მანქანებასა ბარბაროზთასა, და მტკიცედ იღუაწე, დიდებულო, და სიმრავლე მტერთა უხილავთა შემუსრე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა შეითხზენ; ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, საბა ყოვლადსანატრელო, სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთათვის.

ბეჭდვა
1კ1