მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი (+303) - 24 აპრილი (7 მაისი)
მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი (+303) - 24 აპრილი (7 მაისი)
ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი წმინდა გიორგის წამების თვითმხილველები იყვნენ. ძლევაშემოსილი გიორგის მარტვილობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

უფრო მეტიც, მათ ირწმუნეს ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი და არც ამის საჯაროდ აღიარებას მოერიდნენ. დიოკლეტიანეს ბრძანებით ყველანი საპყრობილეში ჩაყარეს.

წმინდა გიორგის სიკვდილით დასჯის შემდეგ დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება, ყველა პატიმარს მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. როცა ამაზე უარი განაცხადეს, სანატრელი მოწამეები ჯერ რკინის ჯოხებით სცემეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1