წმინდა ყრმა - მარტვილი გაბრიელ ბელოსტოკელი (XVII) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა ყრმა - მარტვილი გაბრიელ ბელოსტოკელი (XVII) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა გაბრიელი 1684 წლის 22 მარტს დაიბადა ბელოსტოკის მაზრაში, სოფელ ზვერკიში. იყო მშვიდი, უბოროტო. 1690 წელს გაბრიელის დედამ ქმარს ყანაში საჭმელი წაუღო. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდებოდა. მარტო დარჩენილი ყრმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს მოიჯარე ურიებმა და ქალაქ ბელოსტოკში სასტიკად აწამეს, ჯვარს აცვეს და სისხლისგან დაწრიტეს, ხოლო მისი უსულო სხეული მეცხრე დღეს გაბრიელის სოფლის სიახლოვეს ტყის პირას, მინდორში დააგდეს. ყრმის სხეული მშიერმა ძაღლებმა იპოვეს და არათუ გაგლიჯეს, ფრინველებისგან იცავდნენ. მათ ყეფაზე თანასოფლელები მოვიდნენ და ბავშვის სხეული ნახეს, რომელსაც ეტყობოდა, რომ რიტუალური მკვლელობის შემდეგ აღესრულა. აღელდა ხალხი. ყრმა ტაძრის სიახლოვეს დაკრძალეს. 30 წლის შემდეგ, როცა გაბრიელის საფლავი გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი დახვდათ, რომელიც ტაძარში დაასვენეს. 1746 წელს ტაძარი, სადაც წმინდა გაბრიელის სხეული ესვენა, დაიწვა. წმინდა ნაწილთაგან მხოლოდ მარჯვენა ხელი დაიწვა ნაწილობრივ, მაგრამ როცა წმინდანის სხეული მონასტერში გადაასვენეს, ხელი სასწაულებრივად შეივსო ხორცით და ტყავი გადაეკრა.

წმინდა გაბრიელი ბავშვების მფარველად ითვლება. დღეს მისი წმინდა ნაწილები ბელოსტოკის წმინდა ნიკოლოზის ტაძარშია დასვენებული.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1