წმინდა მღვდელმოწამე ანასტასი II, პატრიარქი ანტიოქიისა (+609) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა მღვდელმოწამე ანასტასი II, პატრიარქი ანტიოქიისა (+609) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა ანასტასი I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ანასტასი II. წმინდა ანასტასი II ათი წლის განმავლობაში კეთილად დამწყსიდა ანტიოქიის ეკლესიას. როცა იმპერატორმა ფოკამ წმინდა ანასტასის გავლენით (602-610) გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს წმინდა ნათლისღება მიეღო, ქრისტეს მოძულე იუდეველები გულისწყრომით აღივსნენ, აჯანყდნენ და სხვებთან ერთად წმინდა პატრიარქი შეიპყრეს, სიცოცხლეს გამოასალმეს (609 წელს). მათ ის დაასახიჩრეს, ყელზე თოკი მოაბეს და მთელ ქალაქში ათრიეს. სიკვდილის შემდეგ მისი სხეული ცეცხლში დაწვეს. ზოგიერთი ისტორიკოსი მას წმინდა ანასტასი სინელ იღუმენთან აიგივებენ.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1