წმინდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე (+303) - 19 აპრილი (2 მაისი)
წმინდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე (+303) - 19 აპრილი (2 მაისი)
19 აპრილს იხსენიება წმინდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს ჯარში მსახურობდნენ და მეფის შუბისმტვირთველები იყვნენ. ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეომრებმა დაყარეს შუბები, წელიდან მოიხსნეს ქამრები, რომელსაც მეფესთან დაახლოებული პირები ატარებდნენ, ნიშნად დიდი წყალობისა და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს.

მეორე დღეს მეომრები საპყრობილიდან გამოიყვანეს და იმპერატორის სამსჯავროზე წარადგინეს. დიოკლეტიანემ მათ ქრისტეს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმინდანები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ადიდებდნენ მაცხოვარს. დიოკლეტიანეს ბრძანებით, ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე ჯერ სცემეს, შემდეგ ფეხებით დაკიდეს და რკინის იარაღებით სხეულები დაუსერეს, ბოლოს კი ცეცხლში დაწვეს. ასე აღესრულნენ წმინდა მოწამენი. ეს მოხდა 303 წელს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1