ღირსმოწამე იოანე კულიკასი (ან კუზიკასი, +1564) - 18 აპრილი (1 მაისი)
ღირსმოწამე იოანე კულიკასი (ან კუზიკასი, +1564) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა იოანე ღვთისმოშიში და მოსურნე ქრისტიანი იყო. ერთხელ ერთ მუსლიმანს რწმენაზე შეეკამათა და სძლია თავისი სიბრძნითა და მჭევრმეტყველებით. მუსლიმანს მისი განსწავლულობის შეშურდა, ჯერ სცემა, მერე კი მსაჯულთან წაიყვანა, ეს ჩვენს რწმენას შეურაცხყოფსო. მსაჯულმა დანაშაულის გამოსასყიდად იოანეს შესთავაზა, თავისუფლების სანაცვლოდ ქრისტესთვის ეღალატა და ისლამი მიეღო, თუ არადა, ტანჯვით სიკვდილი ელოდა. წმინდა იოანემ კადნიერად უპასუხა: "არასოდეს ვუღალატებ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს, თუნდაც ამისთვის ათასჯერ მომკლანო!" წმინდა იოანე წვეტებიან რკინის ცხაურზე ცოცხლად დაწვეს. ის 1564 წლის 8 აპრილს აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1