წმინდა მოწამენი ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე (+303) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა მოწამენი ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე (+303) - 18 აპრილი (1 მაისი)
მაშინ როცა უწმინდურმა დიოკლეტიანემ ქრისტიანების უსასტიკესი დევნა წამოიწყო, შეიპყრეს და უმოწყალოდ აწამეს წმინდა დიდმოწამე გიორგი. ამ დროს წმინდა გიორგიმ ღვთის ძალით მრავალი სასწაული მოახდინა, რომელსაც მრავალი წარმართი უცქერდა და მათგან ბევრმა იწამა ქრისტე და ხმამაღლა აღიარა, რის გამოც ზოგი საპყრობილეში ჩაყარეს, ზოგიც ცეცხლში მოწვეს და ზოგსაც მახვილით თავი წარჰკვეთეს. მათ შორის იყვნენ წმინდანები: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკინდინე და სევერიანე. ისინი ესწრებოდნენ წმინდა გიორგის წამებას ურმის თვალზე და როცა მისი სასწაულებრივი გადარჩენა იხილეს, სახალხოდ აღიარეს, რომ თვითონაც ქრისტიანები არიან. მსაჯულის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს ნიკომიდიაში (დაახლოებით 303 წელს).

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1