ღირსი კოზმან აღმსარებელი, ქალკედონის ეპისკოპოსი და ღირსი ავქსენტი (+815-820) - 18 აპრილი (1 მაისი)
ღირსი კოზმან აღმსარებელი, ქალკედონის ეპისკოპოსი და ღირსი ავქსენტი (+815-820) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა კოზმანი ქალაქ კონსტანტინოპოლიდან იყო. სიყმაწვილიდანვე შეიყვარა ქრისტე, დაუტევა ეს ამაო ცხოვრება და მონაზვნად აღიკვეცა. მკაცრად მოსაგრეობდა, მრავალი სათნოება მოიმუშაკა და სულიწმიდის ჭურჭლად იქცა.

შემდგომში წმინდა კოზმანი ქალკედონის ეპისკოპოსად აკურთხეს. მღვდელმთავრის ხარისხში ის მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატმებრძოლი ერეტიკოსებისაგან. ხატმებრძოლებმა რამდენჯერმე სცადეს თავიანთ მხარეს გადაეყვანათ იგი, მაგრამ წმინდანი არ დაემორჩილა ერეტიკოსებს.

თავისი მტკიცე მართლმადიდებლობის გამო წმინდანმა ბევრი ტანჯვა დაითმინა. იგი არ დაემორჩილა იმპერატორ ლეონ სომხის (813-820) ბრძანებას, ტაძრიდან წმინდა ხატების გატანის თაობაზე. ურჩობისათვის კოზმანს მღვდელმთავრის ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც იგი ღირს ავქსენტისთან ერთად მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. სწორედ ამ განსაცდელების ჟამს აღესრულა წმინდა კოზმანი, დაახლოებით 816 წელს, ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომხის მეფობისას (813-820).

ბეჭდვა
1კ1