ღირსმოწამე დონან ეიგელი (+616-618) - 17 (30) აპრილი
ღირსმოწამე დონან ეიგელი (+616-618) - 17 (30) აპრილი
ამ დღეს იხსენიება დასავლეთ ეკლესიაში მოსაგრე წმინდა მამა დონან ეიგელი. იგი ერთ-ერთი პირველი ფრიად მოღვაწე მამა იყო, მათ შორის ვინც შოტლანდიის მიწაზე გაბრწყინდა. მისი ძალისხმევის წყალობით ქრისტიანულ რწმენაზე მრავალი ადამიანი მოექცა. ლოხივეს ტბაზე მდებარე ეიგეს კუნძულზე მან მონასტერი დააარსა. ერთხელაც აღდგომის დღესასწაულის წინა დღეს, როცა ის სწირავდა, მონასტერს ავაზაკთა გუნდი დაესხა. მათ ევქარისტიის შემდეგ ბერები იღუმენთან ერთად მონასტრის სატრაპეზოში შეყარეს და დაწვეს. ვინც გაქცევა დააპირა, მახვილით განგმირეს. იმ დღეს წმინდა დონანთან ერთად 52 კაცი აღესრულა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1