წმინდა მოწამე ირინე კორინთელი (+258) - 16 (29) აპრილი
წმინდა მოწამე ირინე კორინთელი (+258) - 16 (29) აპრილი
წმინდა ირინე აღდგომის დღესასწაულზე ეწამა საბერძნეთში ("პროლოგის" მიხედვით კორინთოში, "წმინდანთა ცხოვრების" მიხედვით კი მაკედონიაში 205 წელს, ან 304 წელს დიოკლეტიანეს დევნის დროს). ის სხვა ქრისტიანებთან ერთად ერთ მღვიმეში ცხოვრობდა და დღედაღამ ლოცვაში ატარებდა. უწმინდურმა კერპთთაყვანისმცემლებმა მის შესახებ მმართველს შეატყობინეს და წმინდანი ბორკილდადებული საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მმართველის წინაშე წარადგინეს მან თამამად აღიარა თავი ქრისტიანად, რის გამოც ის საშინლად სცემეს დ კვლავ საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ჯერ ქალაქის საქმეებს მიხედა და როცა მოიცალა, წმინდანი კვლავ საპყრობილიდან გამოაყვანინა და კვლავ აიძულებდა ქრისტესთვის ღალატს, მაგრამ მას მისი მოსმენაც კი არ უნდოდა. მაშინ მმართველის ბრძანებით იგი სასტიკად აწამეს: ამოაგლიჟეს ენა, დაუმსხვრიეს კბილები და ბოლოს მახვილით თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1