წმინდა ბასილისა და წმინდა ანასტასია (+ დაახლ. 68) - 15 (28) აპრილი
წმინდა ბასილისა და წმინდა ანასტასია (+ დაახლ. 68) - 15 (28) აპრილი
წმინდა მოწამენი ბასილისა და ანასტასია, ცნობილ რომაელ დიდებულთა გვარიდან იყვნენ. ისინი წმინდა პეტრე და პავლე მოციქულებს დაემოწაფნენ. და როცა ისინი მოწამებრივად აღესრულნენ, ბასილისამ და ანასტასიამ, ღამით, მათი ჯერ კიდევ სისხლმდინარე სხეულები აიღეს და დაკრძალეს. ამის შესახებ ნერონს შეატყობინეს, მან კი ქრისტიანების საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა.

წმინდა მოწამეებმა ჯალათებს მტკიცედ განუცხადეს უარი და არ უღალატეს ქრისტეს. ამიტომაც ისინი ბოძებზე მიაკრეს, და წამება დაუწყეს, სხეული დაუსერეს, მოაჭრეს მკერდი, ხელები, ფეხები, ენა და ბოლოს თავებიც მოჰკვეთეს. ასე შეემატნენ წმინდა ბასილისა და წმინდა ანასტასია ძლევაშემოსილ მოწამეთა დასს. მათი წმინდა ნაწილები დღეს რომში სანტა-მარია-დელლა-პაჩეს ეკლესიაში ინახება.

ბეჭდვა
1კ1