წმინდა მოწამე გერონტი კაპადოკიელი (+დაახლ. 290) - 12(25) აპრილი
წმინდა მოწამე გერონტი კაპადოკიელი (+დაახლ. 290) - 12(25) აპრილი
წმინდა დიდმოწამე გიორგის მშობლები - გერონტი და პოლიქრონია (ხსენება 23 აპრილს) მოწამებრივად აღესრულენ. წმინდა გერონტი წარმართულ ოჯახში დაიბადა. ერთი ცნობით ის სინკლიტიკი (სენატორი) იყო, სხვა ცნობით კი სტრატილატი (სარდალი). დაქორწინდა ქრისტიან პოლიქრონიაზე. ერთხელ ის ციებით გახდა ავად და თავისი მცირეწლოვანი ვაჟის გიორგის რჩევით, რომელიც დედამ ქრისტიანული ღვთისმოშიშებით გაზარდა, შეწევნისთვის ქრისტეს სახელს მოუხმო და განიკურნა. ამ მომენტიდან გერონტიც ქრისტიანი შეიქნა. წმინდა გერონტი ქრისტეს სახელის აღსარებისთვის მოწამებრივად აღესრულა დაახლოებით 290 წელს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1