წმინდა ბასილი აღმსარებელი, პარიის (პარიონის) ეპისკოპოსი (IX) - 12(25) აპრილი
წმინდა ბასილი აღმსარებელი, პარიის (პარიონის) ეპისკოპოსი (IX) - 12(25) აპრილი
მცირე მისიის ზღვისპირა ქალაქ პარიონში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაარსდა ეპისკოპოსის კათედრა, რომელიც კიზიკიის მიტროპოლიტს ემორჩილებოდა. პარიონის ეპისკოპოსებს შორის ირიცხებოდა წმინდა ბასილიც, რომელიც თავისი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის აირჩიეს მღვდელმთავრად. ხატმებრძოლობის ერესის გავრცელებისას, წმინდა ბასილიმ თავი გამოიჩინა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა აღმსარებელმა: ის გაურბოდა ერეტიკოსებთან ყოველგვარ ურთიერთობას, მათ ნებას არ რთავდა მის ეპარქიაში ემოქმედათ. მიუხედავად ყველანაირი იძულებისა, მან ხელი არ მოაწერა ხატების განადგურების ბრძანებას. ასეთი მოშურნეობის გამო ის იძულებული გახდა დაეთმინა ერეტი-კოსების მხრიდან დევნა და შეურაცხყოფა. პავლე მოციქულის მსგავსად მრავალი შეჭირვება, შევიწროება დაითმინა, მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა. იგი ღვთისმოშიშებითა და გულმოდგინებით სიცოცხლის ბოლომდე წმინდად იცავდა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატებს.

ხატის წყარო


კონდაკი

საღმრთოთა ნათლითა განბრწყინდი, ნეტარო, და განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, მამაო მღვდელმოწამეო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1