ღირსი იოანე თესალონიკელი (IX) - 11 (24) აპრილი, და 18 აპრილი (1 მაისი)
ღირსი იოანე თესალონიკელი (IX) - 11 (24) აპრილი, და 18 აპრილი (1 მაისი)
ღირსი იოანე VIII საუკუნის ბოლოს დაიბადა. ახალგაზრდობაში ღირს მამა გრიგოლ დეკაპოლელს (ხს. 20 ნოემბერს) დაემოწაფა და მისივე ხელით აღიკვეცა მონაზვნად თესალონიკის ერთ-ერთ მონასტერში. გამოცდილი მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ღირსი იოანე სულიერი სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

როცა იმპერატორმა ლეონ სომეხმა (813-820) ხატთაყვანისცემის გამო მართლმადიდებელი ქრისტიანების დევნა განაახლა, წმინდა გრიგოლ დეკაპოლელმა ღირს მამა იოსებ მგალობელთან (ხს. 4 აპრილი) და თავის მოწაფე ღირს იოანესთან ერთად თესალონიკიდან კონსტანტინოპოლში გაემართა, რათა მართლმადიდებლობა დაეცვა და ხატმებრძოლობის ერესს შეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად დევნისა, წმინდა გრიგოლი და იოანე უშიშრად იცავდნენ მართლმადიდებლობას და ქადაგებდნენ წმინდა ხატების თაყვანისცემას. მრავალი ღვაწლის შემდეგ წმინდა გრიგოლი გარდაიცვალა (დაახლოებით 820 წელს), მალე მას მიჰყვა მისი ერთგული მოწაფე წმინდა იოანე. წმინდა იოსებ მგალობელმა მათი წმინდა ნაწილები ამ ღირსი მამების მიერ აშენებულ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გადაასვენა.

ამ წმინდანის ხსენება ბიზანტიური კალენდრების უმრავლესობაში 18 აპრილს აღევლინება, თუმცა ბერძნული სვინაქსარი მას 11 აპრილს იხსენიებს. 

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1