წმინდა ვადიმ არქიმანდრიტი, სპარსი (+374-376) - 09 (22) აპრილი
წმინდა ვადიმ არქიმანდრიტი, სპარსი (+374-376) - 09 (22) აპრილი
წმინდა მამა სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში მდიდარ და ცნობილ ოჯახში იშვა. ქრისტიანობას ახალგაზრდობაშივე გაეცნო და მოინათლა. მალე ქონების ნაწილი მოწყალებად გასცა და რაც დარჩა, იმ თანხით მონასტერი დააარსა. ლოცვისთვის წმინდა მამა მთაზე ადიოდა. ერთხელ მთაზე ყოფნისას უფალი იხილა.

როდესაც სპარსეთის მეფემ, შაბურმა ქრისტიანთა დევნა იწყო, წმინდა ვადიმიც შეიპყრო შვიდი მოწაფითურთ, ოთხი თვით ბნელ დილეგში გამოკეტა და მზის თაყვანისცემას აიძულებდა. მოწაფეთაგან ერთმა, შაბურის ნათესავმა, ნირსანმა, არაადამიანურ წამებას ვერ გაუძლო და ქრისტეს განუდგა. სწორედ მას დააკისრეს წმინდა ვადიმისათვის თავის წარჰკვეთა.

ნეტარმა სულმოკლე ნამოწაფარი დაურიდებლად ამხილა და საშინელი სამსჯავრო შეახსენა, თან დასძინა:

- ქრისტესთვის სიხარულით მოვკვდები, მაგრამ შენს ხელთაგან სიკვდილი არ მსურსო!

მოღალატემ მოწამეს მახვილი აძგერა, მაგრამ ხელებაკანკალებულმა ოდენ დაჭრა, ამიტომ განაჩენი ჯალათმა აღასრულა.

მოძღვრის აღსასრულმა ისე შეძრა ნირსანი, მახვილი გულში ჩაიცა და თავი მოიკვდინა.

გარკვეული ხნის შემდეგ უსჯულო შაბური გარდაიცვალა, წმინდანის შვიდი მოწაფე კი - გაათავისუფლეს.

ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მოწამისა გაბრიელისა (ფომინი, +1942)

ბეჭდვა
1კ1