მოწამე ევფსიქი კესარიელი (+361 - 363) - 09 (22) აპრილი
მოწამე ევფსიქი კესარიელი (+361 - 363) - 09 (22) აპრილი
წმინდა ევფსიქი კაპადოკიის კესარიაში იულიანე განდგომილის (361-363 წლები) ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი მმართველობისას ცხოვრობდა.

წმინდა მარტვილი სწორედ იმ დღეებში დაქორწინდა, როდესაც სისხლისმსმელი იმპერატორი, ანტიოქიისაკენ მიმავალ გზაზე კესარიაში შეჩერდა.

მტარვალი დიდად განკვირდა, როდესაც შეიტყო, რომ იქაურთა დიდი უმრავლესობა ქრისტიანი იყო და მის ჩამოსვლამდე ევფსიქის გავლენით ქალღმერთ ფორტუნას ტაძარი დააქციეს, იულიანე კი მას განსაკუთრებულად ეს¬ავდა და ყოველდღე სწირავდა მსხვერპლს.

განრისხებულმა ჯერ ამ "მკრეხელობის" ავტორისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, შემდეგ - თანამონაწილეთა წამება და გადასახლება.

იმპერატორის ბრძანება აღსრულდა, - წმინდა ევფსიქი მოწამებრივად აღესრულა, ქალაქის მკვიდრთ კი დაქცეული სამსხვერპლოს აღდგენა უბრძანა, თუმცა, მორჩილების ნაცვლად უსჯულომ მათგან პასუხად წარმართულის ნაცვლად ახალი ტაძარი მიიღო, წმინდა ევფსიქის პატივად რომ ააგეს იქაურმა ქრისტიანებმა.

შვიდი წლის შემდგომ ამ ტაძარში წმინდა ევფსიქის ხსენების დღეს ეკლესიის ერთ-ერთმა მნათობთაგანმა, ბასილი დიდმა წირვა აღავლინა და პონტოს ყოველ ეპისკოპოსს უხმო.

ბეჭდვა
1კ1