წმინდა მოწამე იოანე მეზღვაური (+1669) - 08 (21) აპრილი
წმინდა მოწამე იოანე მეზღვაური (+1669) - 08 (21) აპრილი
ეს საკვირველი მოღვაწე XVII საუკუნეში ცხოვრობდა, მუსლიმანებმა შეიპყრეს და ძალით ჯერ რაღაც გონის წამრთმევი სასმელი შეასვეს, შემდეგ კი თავიანთი წესისამებრ, წინადაცვითეს.

გავიდა რამდენიმე დღე და გონს მოსულმა ცრემლით შეინანა ღვთის იძულებით უარყოფა, ამის მხილველმა მუსლიმანებმა სასტიკად გვემეს და თავი დილეგს უკრეს.

კარგა ხანს ეცადნენ "გონს მოყვანას" და მის ხელახალ გაურჯულოებას, მაგრამ მარტვილი ერთსა და იმავეს უმეორებდა, - თქვენს რჯულს უარვყოფ და მზად ვარ, ქრისტეს სიყვარულისთვის ყოველგვარი ტანჯვა სიხარულით დავითმინოო!

მაშინ იოანე მსაჯულს აახლეს, რომელმაც სიკვდილი მიუსაჯა.

1669 წელს წმინდა მოწამე ცოცხლად დაწვეს.

წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ბეჭდვა
1კ1