მოწამენი: რუფინე დიაკონი, აკვილინა და მათ თანა 200 მხედარი (+დაახლ. 310) - 07 (20) აპრილი
მოწამენი: რუფინე დიაკონი, აკვილინა და მათ თანა 200 მხედარი (+დაახლ. 310) - 07 (20) აპრილი
მაქსიმიანეს ჟამინდელი დევნისას, 306 წელს, პონტოს სინოპის ტაძარში (დღეს სინოპი თურქეთს ეკუთვნის) დიაკონი რუფინე უსჯულოებმა შეიპყრეს.

მასზე იმ ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი, წარჩინებული ბანოვანი, აკვილინა ზრუნავდა, რა მიზეზითაც ისიც დაატყვევეს.

წმინდა მოწამენი ერთდროულად წარუდგინეს მსაჯულს, რომელმაც ორივეს სასტიკი წამება ბრძანა.

მათი ტანჯვის შემყურე ორასი ჯარისკაცი გაქრისტიანდა, რის გამოც ფოცქმნილმა მსაჯულმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

რუფინეს თავი მოჰკვეთეს, აკვილინე კი - ცეცხლს მისცეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1