ღირსმოწამე გენადი დიონისიატი (+1818) - 06 (19) აპრილი
ღირსმოწამე გენადი დიონისიატი (+1818) - 06 (19) აპრილი
ეს მოწამე XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. მის შესახებ ოდენ ის ვიცით, რომ ათონის დიონისიატის მონასტრის იღუმენის, სტეფანეს კურთხევით წმინდა გენადი სხვა ორ მამას - ბონიფაციუსს და ევდოკიმეს გაჰყვა კონსტანტინოპოლს, საკუთარი ნებით რომ ისურვეს ქრისტესთვის მოწამეობა.

თუმცა, ბოროტის მანქანებით, სწორედ იმ ჟამს, ოდეს რწმენის სიმტკიცე უნდა ცხადეყოთ, ქრისტე უარყვეს, თანმხლებ გენადის კი ბრალი დასდეს, - ძალით წამოგვიყვანაო.

გენადი მაშინვე შეიპყრეს და ბნელ ჯურღმულში გამოამწყვდიეს, მრავალი ტანჯვის შემდგომ კი, 1818 წლის 6 აპრილს კონსტანტინოპოლში თავი მოჰკვეთეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1