წმინდა მოწამე პანაღიოტი (+1820) - 05 (18) აპრილი
წმინდა მოწამე პანაღიოტი (+1820) - 05 (18) აპრილი
ქრისტეს ეს წმინდა მსახური XVIII საუკუნის დასასრულს იშვა და სულეიმან ფაშას (რომლის იურისდიქციაც პალესტინამდე ვრცელდებოდა) კანცელარის, ოსმან-ეფენდის მსახური იყო.

1820 წელს პანაღიოტი თავის ბატონს იერუსალიმში გაჰყვა და წმინდა ქალაქის უძველესი ტაძრის ადგილას აგებულ ომარის მეჩეთში შევიდა, რადგან არ უწყოდა, რომ იქ შეღწევა არამუსლიმანთათვის სიკვდილით ისჯებოდა.

გარკვეული ხნის შემდგომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, ოცდახუთი წლის პანაღიოტის პატივმა შური რომ მოჰგვარა, ბატონის არყოფნით ისარგებლა და მეჩეთში მის ნაცვლად შევიდა.

პანაღიოტი შეიპყრეს და მსაჯულს მიჰგვარეს, სადაც უყოყმანოდ იუარა ქრისტეს უარყოფა და გამუსლიმანება.

სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდგომ ჭაბუკი დავითის კარიბჭესთან მიიყვანეს, სადაც სამოსი შემოაფხრიწეს, ხელი მოამტვრიეს, მეორე ხელზე თითები დაუმტვრიეს, მაგრამ ვერას გახდნენ:

- თქვენი არ მეშინის, ქრისტიანი ვარ, ქრისტე აღდგა! - იმეორებდა ნეტარი, შემდგომ მუხლმოყრილმა ილოცა და სწორედ მაშინ, როდესაც კვლავ გაიმეორა:

- ქრისტე აღდგაო! - ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1