წმინდა მოწამე პოლიკარპე ალექსანდრიელი (IV) - 02 (15) აპრილი
წმინდა მოწამე პოლიკარპე ალექსანდრიელი (IV) - 02 (15) აპრილი
წმინდა პოლიკარპე მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა დიდებულ ქალაქ ალექსანდრიაში. ხედავდა რა, თუ რა ტანჯვას დაითმენდნენ ყოველდღე ქრისტიანები, არ შეეძლო, თავადაც არ გაეზიარებინა მათი ხვედრი.

ერთხელ, სასამართლოში ხალხს გამოეყო და ხმამაღლა შესძახა:

- ეს რა უმსგავსობაა! თქვენში წვეთი არ არის ადამიანური: - თქვენი მსგავსნი ერთსულ ადიდებენ შემოქმედს, ამის გამო კი ნაწილ-ნაწილ ჩეხთ! აჰა, მეც მათგანი ვარ, მონა ქრისტესი!

მისი სიტყვით მხეცქმნილმა მსაჯულმა პოლიკარპეს სასტიკად წამება ბრძანა, რის შემდეგაც მას თავი წარკვეთეს.

ქრისტესთვის მარტვილო პოლიკარპე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ბეჭდვა
1კ1