მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამენ დიაკონი (+დაახლ. 418-424 წწ.) - 31 მარტი (13 აპრილი)
მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამენ დიაკონი (+დაახლ. 418-424 წწ.) - 31 მარტი (13 აპრილი)
მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამენ დიაკონი V საუკუნის მოწამეები არიან. ისინი ცხოვრობდნენ იმპერატორ თეოდოსი II უმცროსის (408-450 წწ.) დროს. წმინდა აბდია სპარსეთში მოღვაწეობდა. იგი ქალაქ სუზის ეპისკოპოსი გახლდათ. იმ დროისათვის სპარსეთს მართავდა მეფე ეზდიგერდ I (399-422 წწ.). მისი მმართველობის გარკვეულ წლებში სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ერთმა მესოპოტამიელმა ეპისკოპოსმა, წმინდა მარუთამ, ძლიერი ზეგავლენა მოიპოვა მეფეზე მას შემდეგ, რაც მძიმე სენისგან განკურნა. ეზდიგერდმა შეწყვიტა ქრისტიანების დევნა, მათ ტაძრების მშენებლობისა და ღვთისმსახურების თავისუფლად ჩატარების ნება დართო.

ერთხელ ეპისკოპოსმა აბდიამ გადაწვა მაზდეანური ბომონი. იეზდიგერდმა ქრისტიან მღვდელმთავარს ბომონის აღდგენა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა. ღირსმა აბდიამ სიკვდილით დასჯა არჩია წარმართული ტაძრის განახლებას. განრისხებულმა მეფემ ქრისტიანული ტაძრების დანგრევა ბრძანა; ამას ქრისტიანთა დევნა მოჰყვა, რომელიც სპარსეთში ხანმოკლე შუალედებით მთელ ოცდაათ წელს გაგრძელდა. პირველი მსხვერპლი თვით აბდია იყო. ხანგრძლივი წამების შემდეგ, სპარსეთის ქალაქ სუზაში წმინდა აბდიას თავი მოჰკვეთეს. ერთი თვის მერე აწამეს სხვა ქრისტიანებიც, მათ შორის დიაკონი ბენიამენი.


ბეჭდვა
1კ1