წმინდა ევსტათი ბითვინიელი (IX) - 29 მარტი (11 აპრილი)
წმინდა ევსტათი ბითვინიელი (IX) - 29 მარტი (11 აპრილი)
წმინდა ევსტათი IX საუკუნეში მოღვაწეობდა. მან უარი თქვა საერო ცხოვრებაზე, თავი უფალს მიუძღვნა და ბერად შედგა. იგი ყველაზე დიდ სათნოებად უფლისადმი გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, სიბრძნით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულით და სათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს. იმ დროს ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა ეკლესიაში. ბითვინიის მღვდელმთავარი ცხოვრობდა იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ხატზე თაყვანისცემას უარყოფდნენ. ევსტათი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს. წმინდა მამა იმპერატორთან დაასმინეს. ხატებისადმი თაყვანისცემის გამო მას ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფდნენ, საპყრობილეში აგდებდნენ, გაცემდნენ რკინის კეტებითა და კომბლებით ცემდნენ, საბოლოოდ კი მრავალი ამბოხისა და აჯანყების მხილველი ეპისკოპოსობიდან დააყენეს და გადაასახლეს. გადასახლებაში ეპისკოპოსმა სამი წელი გაატარა. იგი ბოროტთაგან უამრავ შეურაცხყოფას იტანდა, იყო მწყურვალი, დამაშვრალი, შეუმოსველი და ამგვარ საშინელ ყოფაში გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1