წმინდა ევსტატი პეჩორელი (+1097) - 28 მარტი (10 აპრილი)
წმინდა ევსტატი პეჩორელი (+1097) - 28 მარტი (10 აპრილი)
წმინდა ევსტატიმ თავი წარმოგვიჩინა როგორც ქრისტიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა, მან ჯვარზე დაასრულა თავისი სიცოცხლე. ის იყო თავად ქრისტეს მიმბაძველი. მას რომ განეცადა იგივე წამება, იმავე ადამიანებისაგად იმავე დროს, ის თამამად იტყოდა, მე სხეულით ვატარებ ქრისტეს ჭრილობებს.

წმინდა ევსტატი დაიბადა კიევში. მან გადაწყვიტა მონასტრული ცხოვრება. იცოდა, რომ "არც ერთ მეომარს არ აკავებს ყოფითი პრობლემები იმისაგან, რომ ასიამოვნოს მხედართმთავარს".თავისი ქონების ნაწილი დაურიგა უპოვართ, ნაწილი - ახლობლებს, რათა მისი სიცოცხლის შემდეგ მათაც დაერიგებინათ. სიმდიდრის მოშორების შემდეგ მორჩილად შევიდა პეჩორის მონასტერში. ის მხურვალე ლოცვით და ხშირი მარხვით ცდილობდა ეცხოვრა როგორც იესო ქრისტეს. მან კარგად იცოდა, რომ პირველი ცოდვა რომელიც ჩაიდინა ადამიანმა, გამოწვეული იყო თავშეუკავებლობით და მოუთმენლობით, სწორედ ამიტომ ის მორჩილად ითმენდა დიდი მარხვის დროს. სწორედ ამიტომ მას ევსტატი მმარხველი შეარქვეს.

მაშინ როცა მრავალრიცხოვანი ყივჩაღები თავს დაესხნენ რუსულ მიწას, პეჩორის მონასტერშიც შეიჭრნენ, წმინდა ევსტატი სხვებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და საბერძნეთში, ქალაქ კორსუნში მიყიდეს ერთ ებრაელს. მასთან ერთად იყვნენ ოცდაათი მონასტრის მუშა და ოცი კიევის მოსახლე.

ღვთისმოძულე ებრაელი აიძულებდა ნაყიდ ტყვეებს, უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე, ემუქრებოდა შიმშილით სიკვდილით. მაგრამ მორჩილი ევსტატი ლოცულობდა და ამხნევებდა ყველას შემდეგი სიტყვებით: "ძმებო, ვინც მონათლული ხართ ქრისტიანებად, არასოდეს უღალატოთ ნათლობის დროს ქრისტესთვის მიცემულ აღთქმას, მან ხომ თავისი სისხლით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, მან ხომ მისი სამეფოს მემკვიდრეებად გვაქცია. თუ ვცოცხლობთ, ვიცოცხლოთ ქრისტესთვის, ხოლო თუ დავიხოცებით მისთვის, ამით ჩვენ ვპოვებთ სამუდამო სასუფეველს". მივბაძოთ მას ვინც თქვა: "ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, ხოლო სიკვდილი მონაპოვარი".

წმინდანის სიტყვებით გაძლიერებულმა ტყვეებმა არჩიეს შიმშილით სიკვდილი, სარწმუნოებაზე უარის თქმას. მათ არჩიეს დროებით საჭმელზე და სასმელზე უარი ეთქვათ და ამით მოეპოვებინათ საკვები საუკუნო სასუფეველში.

ასე რომ, ცოტა ხანში ორმოცდაათივე ტყვე გარდაიცვალა - ზოგიერთი სამი დღის შემდეგ, ზოგი - ოთხი, ზოგი - შვიდი, ყველაზე ძლიერმა კი ათი დღე გაძლო. მხოლოდ მარხვას ჩვეულმა ევსტატიმ გაძლო თოთხმეტი დღე. ურჯულო ებრაელმა, ნახა რა, რომ მისი ტყვეებში გადახდილი ფულის დაკარგვის მიზეზი იყო ევსტატი, გადაწყვიტა, შური ეძია მასზე.

ახლოვდებოდა კვირა დღე, ქრისტეს აღდგომა. ჟიდოვინმა დაიწყო პასექის აღნიშვნა. ის ლანძღავდა წმინდა ევსტატის ისევე, როგორც მისი მამა-პაპა ჩვენს უფალს ქრისტეს. როგორც ძველ დროში ებრაელებმა ჯვარს აცვეს ქრისტე, ასევე გააკრეს წმინდა ევსტატი ჯვარზე ჟიდოვინმა და მისმა მეგობრებმა.

უკვე ჯვარცმული ევსტატი უფალს მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ მან შეაძლებინა თხუთმეტი დღის განმავლობაში გაეძლო წყლისა და საკვების გარეშე.

ჟადოვინი და მისი მეგობრები აძაგებდნენ ჯვარცმულს და ეუბნებოდნენ: უტვინო! აღიარე პასექის წესები, რათა დარჩე ცოცხალი და გადაურჩე წყევლას. თორემ მოსეს უთქვამს: "წყეულიმც იყოს ყველა, ვინც ხეზე გაიკვრება".

ევსტატიმ უპასუხა:

- უფალმა მე დიდი მადლი მომანიჭა. მან მიბოძა წყალობა, მომცა საშუალება, რომ ვეწამო მისთვის, ჯვარზე გაკრულმა როგორც უფალი ქრისტე. იმედი მაქვს, რომ მეც მეტყვის უფალი, როგორც ოდესღაც ავაზაკს უთხრა: "შენ ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში". არ მჭირდება მე თქვენი პასექი, ქრისტემ გვაჩუქა ჩვენ ჩვენი აღდგომა. რომელმაც გვიხსნა ჩვენ ადამის ცოდვისაგან, რომელმაც გვაჩუქა ჩვენ მარადიული სიცოცხლე ხის ჯვრით, რომელზეც იქნა გაკრული. მოსეც ამაზე წინასწარმეტყველებდა: "შენი სიცოცხლე იქნება შენ წინაშე გაივლის".
დავითმა თქვა პასექის დღესასწაულზე, რომ ამ დღეს ღმერთმა გვიბრძანა გვეხარა და გვემხიარულა, ხოლო თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს კი ჩემი და სხვა ნაყიდი ქრისტიანების სისხლისათვის წამებისთვის მოგეზღვებათ. უფალს სძულს თქვენი შაბათი და მოახლოებულია თქვენი უკანონობის დასასრული.

ამის გამგონე ჟიდოვინი განრისხდა, აიღო შუბი და განგმირა ჯვარზე გაკრული. ზეცაზე ჩანდა ცეცხლოვანი ცხენები და ცეცხლოვანი ეტლი, რომლებმაც წაიღეს მოზეიმე წმინდანის სული. ზეცაში ისმოდა: "აი, ზეციური ქალაქის მამაცი მოქალაქე".

წმინდანის სხეული ჟიდოვინმა ჩამოახსნევინა და ზღვაში გადააგდო, სადაც ამის მერე მოხდა ბევრი სასწაული. მორწმუნეები მონდომებით ეძებდნენ წმინდა სხეულის ნაწილებს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. უფლის ნებით ისინი იქნა აღმოჩენილი გამოქვაბულში, სადაც ის დღეს განისვენებს.

წმინდანის წინასწარმეტყველება კი რომელიც გულისხმობდა, რომ მისი სისხლისთვის მიეზღვებოდათ, მისი წამების შემდეგ მალევე აღსრულდა. იმ დღესვე მოვიდა საბერძნეთის მეფის ბრძანება, განედევნათ ყველა ებრაელი და ჩამოერთმიათ მათთვის ქონება, ხოლო უხუცესები კი ეცემათ ქრისტიანთ წამებისათვის. ერთ-ერთი პირველი მოკლეს ეპარქი, ქალაქის გამგებელი, რომელიც ებრაელებს ქრისტიანების წინააღმდეგ განაწყობდა. ეს მოხდა ასე. ერთი მდიდარი და სახელოვანი ებრაელი ქრისტიანულად მოინათლა, ამიტომაც მეფეს სურდა გამოერჩია ის და რამდენიმე დღეში ეპარქად, ქალაქის გამგებლად დანიშნა. ის კი ამ პატივის მიღების შემდეგ განუდგა ქრისტეს და სარწმუნოებას, ებრაელებს კი მისცა ნებართვა მთელ საბერძნეთში შეესყიდათ ქრისტიანები და ექციათ ისინი მონებად. როცა გამოაშკარავდა ეს ურჯულო ებრაელი, მეფემ ბრძანა, მოეკლათ ის და მასთან ერთად ყველა ებრაელი, რომელიც ბერძნულ მიწაზე ცხოვრობდა. და როცა კლავდნენ ებრაელებს, ეს ეპარქი, რომელმაც მოკლა წმინდა ევსტატი, ჩამოკიდეს ხეზე. ასე "დაუბრუნდა თავისი ცოდვა თავის თვზე" და გაიზიარა იუდას ბედი.

დანარჩენმა ებრაელებმა მიიღეს ქრისტეს რჯული და ქრისტიანულად მოინათლნენ.


ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1