წმინდა მოწამე ბოიანი - ბულგარეთის მთავარი (+დაახლ. 830) - 28 მარტი (10 აპრილი)
წმინდა მოწამე ბოიანი - ბულგარეთის მთავარი (+დაახლ. 830) - 28 მარტი (10 აპრილი)
VIII საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლში მოინათლა ბულგარეთის ერთ-ერთი მთავარი, ხოლო IX საუკუნის დასაწყისში ბულგარელი თავადი ბოიანი მოწამებრივად აღესრულა სარწმუნოებისთვის, მანამდე კი მთელი ქვეყნის ახლო მომავალში მოქცევა იწინასწარმეტყველა. როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტზე მისი ძმა, წარმართი მოლომირი (ვლადიმირი) ავიდა, მთავარმა მას ქრისტიანი კონამონის გათავისუფლება მოსთხოვა. კონამონი დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპთაყვანისცემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა. გათავისუფლებულ კონამონს მთავარმა ჰკითხა, თუ რატომ იტანჯებოდა. ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. საუბრის ბოლოს კონამონმა თქვა: "ქრისტეს გარეშე არ არსებობს ნათელი გონებისათვის, სიცოცხლე - სულისათვის. მხოლოდ ის არის კაცობრიობის მოძღვარი და მაცხოვარი. თუ წარწყმედა არ გსურს, იწამე ქრისტე". მთავარი ბოიანი სიხარულით მოინათლა. ახალმოქცეული კეთილმსახური მთავარი მარხვასა და ლოცვას მიეცა. მალომირმა ძმას მოსთხოვა უარეყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობა მიეღო. წმინდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა: "ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს". მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას. მოწამებრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა: "შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები".

წმინდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტხე უფროსი ძმა პერსიანე (+836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძე ბორისი ავიდა ბულგარეთის ტახზე. მისი მეფობის დროს ქრისტიანობის გასავრცელებლად იღვწოდა ერთი ბერძენი ტყვე, თეოდორე კუფარა. ამასობაში ბორისის და, რომელიც ბერძნებს ჰყავდათ დატყვევებული, ტყვეთა გაცვლის შედეგად კონსტანტინოპოლიდან სამშობლოში მოშურნე ქრისტიანად დაბრუნდა. მან სცადა თავისი ძმის მოქცევა და ამ საქმეში ღმერთი დაეხმარა: შიმშილობასა და სახადს მაშინვე მოეღო ბოლო, როგორც კი ბულგარელებმა ლოცვით შესთხოვეს ქრისტიანთა ღმერთს. ამან დაარწმუნა ბორისი ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში და საბერძნეთში ხალხი გაგზავნა მასწავლებელთა სა¬თხოვნელად წმინდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიქაელმა (ხს. 2 მაისს), მთელი ბულგარე¬ლი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმინდა მოწამე ბოიანის წინასწარმეტყველება.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1