308 გუთი მოწამე: ბათუ და ხუცესი ვერკი, მონაზონი არპილე, აბიბო, აგნისა, რეასესი, იგათრაქსი, ისკოისა, შილა, სიგიცე, სონირილე, სვიმბლე, თერმე, ფილე და დედები: ანა, ალა, ლარისა, მოიკო, მამიკა, უირკო, ანიმაისა (ანიმაიდასი), გაათა - გუთი დედოფალი და დუკლიდა და
 308 გუთი მოწამე: ბათუ და ხუცესი ვერკი, მონაზონი არპილე, აბიბო, აგნისა, რეასესი, იგათრაქსი, ისკოისა, შილა, სიგიცე, სონირილე, სვიმბლე, თერმე, ფილე და დედები: ანა, ალა, ლარისა, მოიკო, მამიკა, უირკო, ანიმაისა (ანიმაიდასი), გაათა - გუთი დედოფალი და დუკლიდა და
დაახლ. 375 წელს გუთების მეფე ათანარიხის მიერ ქრისტიანი გუთების დევნისას ქრისტეს რწმენისთვის 308 ქრისტიანი ეწამა, მათგან მხოლოდ 26 მოწამის სახელია ცნობილი, ესენია: მოწამეები: ბათუ და ხუცესი ვერკი, მონაზონი არპილე, აბიბო, აგნისა, რეასესი, იგათრაქსი, ისკოისა, შილა, სიგიცე, სონირილე, სვიმბლე, თერმე, ფილე და დედები: ანა, ალა, ლარისა, მოიკო, მამიკა, უირკო, ანიმაისა (ანიმაიდასი), გაათა - გუთი დედოფალი, და დუკლიდა. 

გუთები მომთაბარე ბარბაროსი ტომები, რომლებიც ყირიმსა და დუნაის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოსახლეობდნენ, IV საუკუნის დასაწყისში გაეცნენ წმინდა წერილს. გუთების მეფე ათანარიხმა ნახა, რომ მისი ტომის წევრები თანდათან ქრისტიანდებოდნენ, განრისხდა და დაიწყო მათი დევნა.

მეფის მსახურებმა კერპი ჩამოატარეს გუთების ტომის ბანაკში და ყველა ახალგაქრისტიანებულ გუთს მოსთხოვეს, თაყვანი ეცა მისთვის და შეეწირა მსხვერპლი. ვინც უარს იტყოდა, მეფის ბრძანებით გაუსამართლებლად ცოცხლად წვავდნენ. ოცდაექვსმა ქრისტიანმა გუთმა თავი შეაფარა კარავს, რომელსაც ისინი ტაძრად იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ გუთები ამ დროს ჯერ კიდევ მომთაბარეობდნენ და ამიტომ კარვებით გადაადგილდებოდნენ. მეფე ათანარიხის მსახურებმა კარავი შიგ მყოფებიანად გადაწვეს. გავიდა რამდენიმე წელი.

გუთების მეფე გახდა მართლმადიდებელი გაათა. მას დიდხანს არ უმეფია, თუმცა სანამ გადადგებოდა, მოიძია ამ მოწამეთა ნაწილები. ამაში მას თავისი მეუღლე ალა ეხმარებოდა, რომელიც სირიაში დასახლდა ქალიშვილთან, დუკლიდასთან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ დედოფალი ალა დაბრუნდა თავის ტომთან და ეწამა ქრისტესთვის. ის გუთებმა რწმენის გამო ქვებით ჩაქოლეს ვაჟთან - აღათონთან ერთად. დუკლიდა ვალენტინიანეს და თეოდოსი დიდის მეფობის დროს ჩავიდა ქალაქ კიზიკიაში და მისი მშობლების მიერ შეგროვილი მოწამეების წმინდა ნაწილთა ნაწილი გადასცა იქაურ ეკლესიას.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1