ღირსმოწამე ექვთიმე ახალი კონსტანტინოპოლელი (+1814) - 22 მარტი (4 აპრილი)
ღირსმოწამე ექვთიმე ახალი კონსტანტინოპოლელი (+1814) - 22 მარტი (4 აპრილი)
ღირსმოწამე ექვთიმე ახალის ხსენება ორჯერ აღინიშნება: ძველი სტილით 1-ელ მაისს წმინდა აკაკი და ეგნატე ათონელებთან ერთად და 22 მარტს. დღეს, როცა თავად აღესრულა მოწამებრივად.

წმინდა ექვთიმეს ნათლობის სახელი ათონის მთაზე ბერად აღკვეცამდე ელეფთერი იყო. იგი დაიბადა ღვთისმოსავ და შეძლებულ ქრისტიანულ ოჯახში. მისი ოჯახი პელოპონესიდან მოლდოვაში იყო გადასახლებული. ელეფთერმა ახალგაზრდობაში სიმხდალის გამო უარყო ქრისტე და მუსლიმი გახდა. მოგვიანებით გულით მოინანია სჯულის შეცვლა, წავიდა ათონის წმინდა მთაზე და ჭეშმარიტ რწმენაზე დაბრუნებული ბერად აღიკვეცა წმინდა ექვთიმე ათონელის სახელზე. მოკლე დროში მან, როგორც ბერმა, დიდ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. წმინდა მთაზე ასკეტური მოღვაწეობისას ექვთიმეს მუდმივად აწუხებდა წარსულის შეცდომა, მუდამ ეძებდა ქრისტესთვის მოწამებრივ სიკვდილს. მოკლე დროში მან როგორც ბერმა დიდ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. მოძღვრის კურთხევით, ბერი ექვთიმე წავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც 1814 წლის 22 მარტს მუსლიმი ხელისუფლების წინაშე საჯაროდ აღიარა უფალი იესო ქრისტე. მუსლიმებმა ექვთიმე ახალს თავი მოჰკვეთეს. წმინდანის თავი ინახება წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში ათონის მთაზე.

ბეჭდვა
1კ1