წმინდა მოწამე მირონი კრეტელი (+1793) - 20 მარტი (2 აპრილი)
წმინდა მოწამე მირონი კრეტელი (+1793) - 20 მარტი (2 აპრილი)
წმინდა მირონი კრეტელი თერძი იყო. იგი ძალზე კეთილსინდისიერად უდგებოდა თავის ხელობას და მეზობლად მცხოვრებ მუსლიმანებთან ურთიერთობას გაურბოდა. ამის გამო მათ ის სძულდათ. ერთხელ მუსლიმანებმა ერთი ბიჭი მოისყიდეს, რომელმაც თქვა, რომ მასზე მირონმა იძალადა. მუსლიმანებმა მირონი შეიპყრეს და ყვირილით ყადისთან მიიყვანეს. მართალმა ქრისტიანმა განაცხადა, რომ არათუ არ ჩაუდენია ეგ დანაშაული, არც კი იცოდა, თუ ასეთი სამარცხვინო საქმე არსებობდა. მაგრამ მას არავინ დაუჯერა. მსაჯულმა არჩევანის წინაშე დააყენა, ან უნდა გამუსლიმანებულიყო, ანდა მომკვდარიყო. წმინდა მირონმა უპასუხა, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის წამებისა და სიკვდილისთვის მზად იყო. ჯოხებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განმეორებით მიიყვანეს დაკითხვაზე. ვერაფერს გახდნენ ალერსითა და მუქარით. არც აღელვებულა, როცა სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. გზაში მიმავალი წმინდანი დაემშვიდობა ქრისტიანებს, მშობელ მამას, სთხოვა რომ არ ეგლოვა მისი სიკვდილი და სრულიად მშვიდი ჩაბარდა დარაჯებს. იმ ღამეს, როცა წმინდანის სხეული ჯერ კიდევ სახრჩობელაზე ეკიდა, მცველებმა დაინახეს, როგორ მოეფინა მას ზეციური ნათელი.

წმინდა მოწამე 1793 წელს აღესრულა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1