წმინდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდია, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდოსია (+310) - 20 მარტი (2 აპრილი)
წმინდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდია, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდოსია (+310) - 20 მარტი (2 აპრილი)
რომის უწმინდურმა იმპერატორმა მაქსიმიანემ ისეთი საშინელი დევნა დაიწყო ქრისტიანებისა, რომ არ დაგიდევდნენ ასაკს, ყველას ერთნაირად აწამებდნენ და ხოცავდნენ.

პონტოში, ქალაქ ამისოსის (დღევანდელი სამსუნი) მმართველიც სისასტიკეში იმპერატორს ჰბაძავდა. მან შეიპყრო ეს წმინდა ქალწულნი, რომელთაც დაკითხვისას თავი ქრისტიანად აღიარეს, ხოლო მმართველს სასტიკი და უმოწყალო უწოდეს. მმართველის ბრძანებით მათ ტანთ გახადეს და ჯოხებით სცემეს, შემდეგ ჩამოკიდეს, ძუძუები დააჭრეს და ალესილი კავებით იმდენ ხანს უსერავდნენ სხეულს, ვიდრე შინაგანი ორგანოები არ გამოუჩნდათ. შემდეგ გავარვარებულ ღუმელში ჩაჰყარეს და ასე მიაბარეს სული უფალს. წმინდა მოწამენი 310 წელს აღესრულნენ.

ბეჭდვა
1კ1