ღირსმოწამე პავლე (VIII) - 17 (30) მარტი
ღირსმოწამე პავლე (VIII) - 17 (30) მარტი
კონსტანტინე კოპრონიმოსის მეფობის დროს (765-766) ხატთა თაყვანისმცემელთა დევნისას, წმინდა პავლე კუნძულ კრეტაზე თავის მონასტერში დააპატიმრა სარდალმა თეოფანე ლარდატიროსმა. მან წმინდა პავლეს უჩვენა ერთ მხარეს დადებული მაცხოვრის ჯვარცმის ხატი, ხოლო მეორე მხარეს - საწამებელი იარაღები და მოსთხოვა, აერჩია წამება, ან წმინდა ხატის გათელვა. პასუხის ნაცვლად წმინდა პავლემ მუხლი მოიდრიკა და ჯვარცმის ხატს კრძალვით ეამბორა. ის მაშინვე შეიპყრეს ჯარისკაცებმა, ფეხებით ჩამოჰკიდეს და კოცონი შეუნთეს. მოწამის გვირგვინით შემოსილი წარდგა წმინდა პავლე უფლის წინაშე.

ზოგიერთ სვინაქსარში მისი ხსენება 20-21 ოქტომბერსაა შეტანილი.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1