წმინდა მოწამე მარინოსი (+260) - 17 (30) მარტი
წმინდა მოწამე მარინოსი (+260) - 17 (30) მარტი
წმინდა მარინოსი ქრისტიანი იყო და ხედავდა, თუ როგორ შესწირავდნენ უსულო კერპებს მსხვერპლად ცხოველებს და ფრინველებს, ხოლო ზოგჯერ ადამიანებსაც კი. ერთხელ, ერთ-ერთი კერპის დღესასწაულზე, წმინდა მარინოსი საღმრთო შურით აღივსო, მივიდა იქ, სადაც მსხვერპლს შესწირავდნენ, დაამსხვრია სამსხვერპლო, ზედ დაწყობილი ნაკერპავი მიწაზე დაყარა და ფეხით შედგა, გათელა, ქურუმები ამხილა, თავი ქრისტიანად აღიარა:

- მე მწამს ქრისტე, ძე მხოლოდშობილი ღმერთისა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა, ზღვა და ყოველივე, რაც მასში ბინადრობს.

წარმართები ეცნენ მას, შეიპყრეს, ჯერ ჯოხებით სცემეს, მერე ქვები სახეში ურტყეს, კბილები ჩაულეწეს, მიწაზე თმით ათრიეს, შეკრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს; მმართველის ბრძანებით წმინდა მარინოსი სხვადასხვა საშუალებებით აწამეს და ბოლოს მახვილით თავი მოჰკვეთეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1