წმინდა მოწამე მალაქია (+1500) - 16 (29) მარტი
წმინდა მოწამე მალაქია (+1500) - 16 (29) მარტი
წმინდა მალაქია როდოსელი მღვდლის შვილი იყო. მან სამშობლო 22 წლისამ დატოვა და პელოპონესში, ქალაქ კოლოსში და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ცხოვრობდა. ერთხელ, იერუსალიმში ყოფნისას, მას მუჰამედის შეურაცხყოფა დააბრალეს, შეიპყრეს და სამსჯავროში მიიყვანეს. მალაქიას ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფას აიძულებდნენ, მაგრამ მან კატეგორიული უარი განუცხადა. გამძვინვარებულმა თურქებმა წმინდანს ხელისგულები დაუხვრიტეს, ცხენის ძუაზე გამოაბეს და არბენინეს. შემდეგ სხვა საშინელი სატანჯველები მოაწიეს, ბოლოს მარგილზე წამოაგეს და კოცონზე ცოცხლად შეწვეს იერუსალიმის პატრიარქმა გერმანე I-მა (1537-1579) მისი ხსენება 16 მარტს დააწესა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1