წმინდა მოწამე პაპასი (+305-311) - 16 (29) მარტი
წმინდა მოწამე პაპასი (+305-311) - 16 (29) მარტი
წმინდა მოწამე პაპასი ლიკეონის მხარის ქალაქ ლარანდაში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს. მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც მმართველმა მაგნიუსმა ჯერ საკუთარ ქალაქში აწამა, შემდეგ დიოკესარიაში, ბოლოს კი ისავრის სელევკიაში. მმართველის ბრძანებით, წმინდა პაპასი სასტიკად გაამათრახეს, ყბის ძვლები შეუმუსრეს, შემდეგ კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ფეხსაცმელი ჩააცვეს. მმართველმა მაგნიუსმა აიძულა იგი, ერბინა და თვითონ ცხენებით მიჰყვებოდა, ასე ჩაიყვანა ლარანდიდან ისავრიის დიოკესარიაში, ხოლო იქიდან სელევკიაში. წმინდა პაპასი გზაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ერთ გამხმარ ლეღვის ხესთან შეჩერდა და უკანასკნელად შეევედრა უფალს. წმინდანი იქვე დამარხეს. შემდგომში ამ ლეღვის ხემ უხვად გამოიღო ნაყოფი.

ბეჭდვა
1კ1