წმინდა მოწამე მანუელ კრეტელი (+1792) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა მოწამე მანუელ კრეტელი (+1792) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა მანუელი კრეტაზე სოფელ სფაკიაში დაიბადა. ის თურქებმა შეიპყრეს რეპრესიებისას, რომელიც 1770 წლის აჯანყებას მოჰყვა და ძალით მიაღებინეს ისლამი. მან გაქცევა მოახერხა და კუნძულ მიკონოსზე დაიმალა, სადაც კვლავ ქრისტიანი გახდა და დაქორწინდა კიდეც. რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ ცოლი ღალატობდა, ის რისხვისა და სიძულვილის გარეშე გადასახლდა სხვა სახლში და თან თავისი ექვსი შვილი წაიყვანა.

1792 წელს, როცა სამოსიდან მორებით დატვირთული გემით ბრუნდებოდა, თავს თურქული სამხედრო გემი დაესხა. მათ გემზე იყო მანუელის ცოლისძმა, რომელიც თურქი ბატონის მსახური იყო და საშინლად სძულდა სიძე თავისი დის მიტოვების გამო. მან მანუელი დაინახა თუ არა, მაშინვე აღას მოახსენა - განდგომილიაო.

თურქი ქრისტიანს დაემუქრა, ისლამი მიიღე, თორემ საშინლად გაწამებო. მანუელმა მხნედ უპასუხა: "მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდებიო!" მანუელს იმ დრომდე აწამებდნენ, ვიდრე გემი არ მიადგა ქიოსის ნაპირს, სადაც სულთნის სამხედრო ფლოტი იდგა. თუმცა ქრისტიანი ვერ მოდრიკეს. დაკითხვის შემდეგ ადმირალმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. განაჩენი რომ მოისმინა, მანუელმა წამოიძახა: "დიდება შენდა, ღმერთო!" და გახა-რებულმა ჯალათს ქედი გაუშვირა. ის კი შეშინებული გაიქცა. შეკრებილი თურქები დაიბნენ. ერთმა მეომარმა ძირს დაგდებული მახვილი აიღო და წმინდა მანუელს დასცხო, მაგრამ თავი ვერ მოჰკვეთა, გაცოფებული ეცა წმინდანს და ყელი ცხვარივით გამოსჭრა. მეორე დღეს ადმირალმა მოწამის სხეული ზღვაში ჩააგდებინა, რათა ქრისტიანებს მისთვის თაყვანი არ ეცათ.

ცნობილია ასევე სხვა მოწამე მანუელ კრეტელი-უმცროსი, რომელიც 1824 წელს ეწამა ქრისტესთვის, მისი ხსენება 28 ოქტომბერსაა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1