წმინდა მოწამე ნიკანდრე (+302) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა მოწამე ნიკანდრე (+302) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა ნიკანდრე დიოკლეტიანეს დროს ეგვიპტეში ცხოვრობდა. ეს ღვთისმოშიში კაცი ექიმი გახლდათ. ის მუდმივად დადიოდა საპყრობილეებში, ნახულობდა ქრისტესთვის წამებულებს, წყლულებს უკურნებდა, საკვებს აძლევდა და გარდაცვლილებს კრძალავდა.

ერთხელ მან მოწამეთა სხეული დაინახა, რომელიც მინდორში მხეცებისთვის შესაჭმელად გადაეგდოთ, მაგრამ დღისით მიკარება ვერ გაბედა, რადგანაც უძლური კაცი იყო და სატანჯველის ეშინოდა, ვიდრე ის ქრისტემ არ განამტკიცა თავისი მადლით.

როცა დაღამდა, მინდვრიდან წმინდანების სხეულები სათითაოდ ზურგით გამოიტანა და ახალ სუდარებში გახვეულნი ერთ დაფარულ ადგილას დაკრძალა. ერთმა წარმართმა ამ დროს დაინახა და მასზე მმართველს შეატყობინა. ამის შემდეგ წმინდა ნიკანდრე დაიჭირეს და საშინლად აწამეს, მაგრამ მან არ უარყო ქრისტე, არამედ მხნედ და სიხარულით დაითმინა ყველა სატანჯველი, რომლისაც ადრე ეშინოდა. ჯალათმა როცა დაინახა, რომ ნიკანდრე ვითარცა სვეტი შეურყეველი ყველაფერს დაითმენდა, ბრძანა მისთვის ცოცხლად ტყავი გაეძროთ და თავი წარეკვეთათ. ამგვარად, წმინდა მოწამემ განიძარცვა ძველი, მიწიერი კაცი და შეიმოსა ახალი, ზეციური. პატიოსანი თავის წარკვეთით კი შეუერთდა იესო ქრისტეს მოწამეთა დასს და მათთან ერთად ადიდებს ყოვლაწმინდა სამებას.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1