წმინდა მღვდელმოწამე პუბლიოს ათენელი ეპისკოპოსი (II) - 13 (26) მარტი
წმინდა მღვდელმოწამე პუბლიოს ათენელი ეპისკოპოსი (II) - 13 (26) მარტი
წმინდა პუბლიოსი ათენის ეპისკოპოსი იყო II საუკუნეში. გარდამოცემით ის მღვდელმოწამე დიონისე აეროპაგელის მესაყდრე გახლდათ. დასავლური ტრადიცია მას აიგივებს კუნძულ მალტის მმართველთან, რომელმაც თავის მამულში უმასპინძლა მოციქულ პავლეს (იხ.საქმე მოციქულთა 28, 7-8). ამის მერე პუბლიოსი მალტის პირველი ეპისკოპოსი გახდა, შემდგომში კი ათენის ეპისკოპოსი, სადაც იგი მოწამებრივად აღესრულა. დასავლური წყაროებით, ეს იპერატორ ტრაიანეს დროს მოხდა, ხოლო ბერძნული წყაროების მიხედვით – მარკუს ავრელიუსის დროს.

ხატის წყარო

* * *

ამავე დღეს იხსენიება წმინდა მღვდელმოწამე ნიკოლოზ პოპოვი, ხუცესი (1919); მღვდელმოწამე გრიგოლი პოსპელოვი, ხუცესი (1921); მღვდელმოწამე ნიკოლოზ ოკოლოვიჩი, ხუცესი (1938)

ბეჭდვა
1კ1