წმინდა მოწამე ალექსანდრე პიდნელი (დაახლ. 305-311) - 13 (26) მარტი
წმინდა მოწამე ალექსანდრე პიდნელი (დაახლ. 305-311) - 13 (26) მარტი
წმინდა ალექსანდრე მღვდელი იყო და ცხოვრობდა ქალაქ პიდნაში, თესალონიკის ახლოს. მან თავისი ქადაგებით მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტესკენ. მხნედ ამხილებდა კერპთაყვანისცემის უგუნურობას, რითაც გააგულისა ბომონის მსახურნი. იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ატეხილი ქრისტიანების დევნისას წმინდა ალექსანდრე შეიპყრეს და იმპერატორთან მიიყვანეს. მან მხნედ აღიარა თავისი ქრისტიანობა და როცა კერპებისადმი მსხვერპლშეწირვა მოსთხოვეს და წარმართულ ტაძარში მიიყვანეს, სამსხვერპლო, ბომონი გადააყირავა. გაგულისებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, თავი მოკვეთეთო. როცა წმინდა ალექსანდრე სიკვდილით დასაჯეს, იმპერატორმაც, ჯალათებმაც იხილეს, თუ როგორ აჰყავდათ ზეცაში ანგელოზებს წმინდანის სული. მაქსიმიანემ ქრისტიანებს ნება მისცა, წმინდა ალექსანდრე თესალონიკში დაეკრძალათ და ასეც მოიქცნენ.

წმინდა ალქსანდრეს პატიოსანი თავიდან მრავალი სასწაული აღესრულებოდა და მრავალ სნეულს კურნავდა, ვინც მასთან რწმენით მიდიოდა. წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრე პინდელს აიგივებენ წმინდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელთან, რომლის ხსენებაც 9 ნოემბერსაა. წმინდა ალექსანდრეს პატიოსანი თავი წმინდა ათანასე ათონელის თხოვნით იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ დიდ ლავრას აჩუქა და დღემდე იქ ინახება.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1