მღვდელმოწამე ევლოგი კორდოველი (+859) - 11 (24) მარტი
მღვდელმოწამე ევლოგი კორდოველი (+859) - 11 (24) მარტი
წმინდა ევლოგი კორდოველი დიდებულების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღმრთო წერილით აღზრდილი მღვდელი ევლოგი სამაგალითო იყო მოსაგრეობითა და ღვთისმოშიშებით. იმ დროს მავრებმა მოულოდნელად დაიწყეს ესპანელი ქრისტიანების დევნა (850). ერთი განდგომილი ეპისკოპოსი მათ მიემხრო და ბრძანა კორდოველი მღვდლებისა და ეპისკოპოსების დაპატიმრება. ციხეში წმინდა ევლოგი ამხნევებდა ქრისტიანებს, მოუთხრობდა იმ დიდებაზე, რაც მათ რწმენისთვის მოწამეობისთვის ელოდათ. მისი ორი მოწაფე ქალწული ერთი წლის შემდეგ ქრისტესთვის ეწამა. საპყრობილიდან გათავისუფლებულმა წმინდა ევლოგიმ თავიანთ ბრძოლაზე წიგნი დაწერა და სხვა ქრისტიანებს სურვილი აღუძრა, მათთვის მიებაძათ. ამით დაიხსნა ისინი განდგომილებისაგან. წმინდა ევლოგიმ ახალმოწამეთა "აქტების" სამი წიგნი დაწერა. ის იმ დროის ესპანეთის ეკლესიის ყველაზე ცნობილი ფიგურა გახდა და კორდოვის ეპისკოპოსად აირჩიეს. მაგრამ ვიდრე კათედრაზე ავიდოდა, დააპატიმრეს ქრისტიანი გოგონას, ლეოკრიტიას დამალვის გამო, რომელსაც მშობლები გამაჰმადიანებას უპირებდნენ. ევლოგის მის ცდუნებასა და მოტაცებაში დასდეს ბრალი.

უპასუხა, რომ მღვდელს არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა ადამიანისთვის, დახმარებისთვის მიმართავდა და მოვალე იყო, გოგონა დაერიგებინა, სწორი არჩევანი გაეკეთებინა: ღმერთი აერჩია, თუ მშობლები. შემდეგ მსაჯულს თამამად შესთავაზა, დაგიმტკიცებ მუჰამედის სიცრუესო.

მეფის სამსჯავროზე წარდგომილმა განაგრძო ქრისტიანობის დაცვა და მას, შაჰის ბრძანებით, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. გზაში ჯალათმა ერთ ლოყაში სილა გააწნა, მან მეორე მიუშვირა, ჯალათმა ისევ სილა გააწნა, შემდეგ კი თავი მოკვეთა. ეს მოხდა 859 წლის 11 მარტს. ერთი კვირის შემდეგ წმინდა ლეოკრიტიასაც თავი მოჰკვეთეს.

სურათის წყარო
ბეჭდვა
1კ1