წმინდა მოწამე ეპიმაქე პელუსიელის გადასვენება (+250) - 11 (24) მარტი
წმინდა მოწამე ეპიმაქე პელუსიელის გადასვენება (+250) - 11 (24) მარტი
წმინდა მოწამე ეპიმაქე (ხს. 31 ოქტომბერს) წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. ის დიდხანს განმარტოებით ცხოვრობდა პელუსიის მთაზე. ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნის დროს (დაახლ. 250 წ.) წმინდა ეპიმაქე ქალაქში ჩავიდა, წარმართული კერპები დაამსხვრია და უშიშრად იქადაგა ქრისტეს სწავლება, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მისი მარტვილობის მოწმეებს შორის იდგა ქალი, რომელსაც თვალი სტკიოდა. მოწამის წმინდა სისხლმა იგი განკურნა. წმინდანს საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

კონსტანტინე დიდის მეფობის ჟამს მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1